2009-12-16

პალიატიური მზრუნველობის დანერგვის მხარდამჭერი ღონისძიბა

თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში  საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვის მხარდამჭერი ღონისძიბა გაიმართა.

პალიატური მზრუნველობა ეს არის მედიცინის ახალი მიმართულება და მარავალპროფილური  მკურნალობა იმ პაციენტებზე , რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვის მხარდამჭერია. პალიატიური მზრუნველობის საგანმანათლებლო პროგრამა, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე “დიპლომირებული მედიკოსი”-ს კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება 2006 წლიდან და ის ასევე გათვალისწინებულია საექთნო კურიკულუმშიც.

კონსერვატორიში დაგეგმილ მხარდამჭერ აქციაზე  სხვა სტუმრებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა, საქართველოს პირველი ლედი – სანდრა-ელისაბედ რულოვსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ სურგულაძე.

Print

« იხ. ყველა სიახლე