2013-05-15
სტუდენტური ესეების კონკურსი კლიმატის ცვლილების საკითხებზე
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის
“საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე:
”კლიმატის ცვლილება და საქართველო”.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს.
ნაშრომის სავარაუდო თემატიკა:
საკონკურსო თემატიკა არ შემოიფარგლება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მხოლოდ ზემოთ აღნიშნული საკითხებით და კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს, საკუთარი სურვილის მიხედვით განსაზღვროს თემატიკა.
ჟიური მონაწილეთაგან შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომს, რომელთა ავტორებიც 5 ივნისს, გარემოს დაცვის დღეს, მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო კონფერენციაში. 10 საუკეთესო ნაშრომიდან ჟიური შეარჩევს I, II და III ადგილის ნომინანტებს.
ესეს გაფორმებისათვის საჭირო მოთხოვნები:
ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.
სათაური: შრიფტი Sylfaen 12, მუქი;
ავტორის დასახელება (სრულად სახელი და გვარი) - შრიფტი Sylfaen 10, მუქი’
სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, სპეციალობა შრიფტი Sylfaen 10, დახრილი;
ძირითადი ტექსტის შრიფტი: Sylfaen 10, ინტერვალი 1;
ესსე არაუგვიანეს ა.წ. 20 მაისის 18.00. საათისა უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbagratia@nala.ge.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს თამარ ბაგრატიას შემდეგ ტელეფონებზე: 272-67-34/35; 595 565553.

- კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოს რეგიონებზე;
- კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი საკითხები;
- კლიმატის ცვლილების ეკონომიკური ასპექტები;
- კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება;
- საზოგადოებრივი აზრი და ცნობიერება კლიმატის ცვლილების შესახებ;
- საქართველო და საერთაშორისო შეთანხმებები კლიმატის ცვლილების საკითხებზე.
საკონკურსო თემატიკა არ შემოიფარგლება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მხოლოდ ზემოთ აღნიშნული საკითხებით და კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს, საკუთარი სურვილის მიხედვით განსაზღვროს თემატიკა.
ჟიური მონაწილეთაგან შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომს, რომელთა ავტორებიც 5 ივნისს, გარემოს დაცვის დღეს, მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო კონფერენციაში. 10 საუკეთესო ნაშრომიდან ჟიური შეარჩევს I, II და III ადგილის ნომინანტებს.
ესეს გაფორმებისათვის საჭირო მოთხოვნები:
ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.
სათაური: შრიფტი Sylfaen 12, მუქი;
ავტორის დასახელება (სრულად სახელი და გვარი) - შრიფტი Sylfaen 10, მუქი’
სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, სპეციალობა შრიფტი Sylfaen 10, დახრილი;
ძირითადი ტექსტის შრიფტი: Sylfaen 10, ინტერვალი 1;
ესსე არაუგვიანეს ა.წ. 20 მაისის 18.00. საათისა უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbagratia@nala.ge.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს თამარ ბაგრატიას შემდეგ ტელეფონებზე: 272-67-34/35; 595 565553.
« იხ. ყველა სიახლე