2011-08-15

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

2011-2012  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:   აკადემიური საბჭოს  დადგენილება №57/2011 (დანართი 1

დოქტორანტურაში  მიღების ვადები ბრძანება №74/01-01; 25.07.2011

ა) საბუთების მიღება – 5 - 13 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 15 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 19 – 21 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 23 – 27 სექტემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 28 სექტემბერი –     7 ოქტომბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 8 ოქტომბერი.


დოკუმენტების მიღება ხორციელდება შესაბამის  ფაკულტეტზე  (საკონტაქტო ინფორმაცია)
წარსადგენი საბუთების ნუსხა:
  • განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე ( მიუთითეთ რომელი უცხო ენის ჩაბარება გსურთ);
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • ორი ფოტოსურათი 3X4, ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი, ( 2011 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულისათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება.


Print

« იხ. ყველა სიახლე