ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-05-10

სერტიფიცირებული ტრენინგები ადვოკატებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტს შორის (EWMI) ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე დაყრდნობით. ცენტრი ფუნქციონირებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა დ სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) პროექტის ფარგლებში.
თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი არის  საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული. ცენტრის მისიაა საქართველოში განათლების ,კვლევისა და მომსახურების მეშვეობით დავის გადაწყვეტის სამართლის ხელშეწყობა და პრაქტიკული, კლინიკური და იურიდიული უნარების დახვეწა კრიტიკული სამართლებრივი აზროვნების განვითარებისთვის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი გთავაზობთ სერტიფიცირებულ ტრენინგებს ადვოკატებისათვის თემებზე:


ტრენინგი თემაზე ’’მედიაცია - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება’’ გაიმართება თბილისში, 19 მაისს, 10 საათზე,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და ქუთაისში - 1 ივნისს 12 საათზე.

ტრენინგი თემაზე ’’არბიტრაჟი -მართლმსაჯულების პრივატიზაცია” გაიმართება თბილისში, 18 მაისს, 10 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და  ქუთაისში, 1 ივნისს, 16 საათზე.

ტრენინგები იმართება განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის ფარგლებში. მონაწილეები შეძლებენ დააგროვონ 3 სავალდებულო კრედიტი.

ტრენინგის საფასური შეადგენს 50 ლარს. ორ ტრენინგზე (მედიაციისა და არბიტრაჟის) ერთდროულად დარეგისტრირების შემთხვევაში საფასურის საერთო ოდენობა შეადგენს 75 ლარს).
 
საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები: თსუ/დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრისთვის
მიმღების IBAN ანგარიშის №: GE96BR0000010216535719
ს.ს. ბანკი ”რესპუბლიკა”
ბანკის BIC კოდი: REPLGE22

რეგისტრაციისთვის გამოგვიგზავნეთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 28 24 36. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  apply.ncadr@tsu.ge

ტრეინინგს გაუძღვებიან:
•    თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ექსპერტი გიორგი ცერცვაძე.
•    თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის აკადემიური დირექტორი ლევან ჯანაშია.
•    დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი  თეა იმედაძე.



იხილეთ დანართი: ტრენინგის განაცხადი

Print

« იხ. ყველა სიახლე