2016-04-19

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა    საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2016 წლის 30 მაისს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით - „საქართველოს დემოკრატიური რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს.
 
კონფერენციაში  მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 29 აპრილის 18 საათამდე, საკონფერენციო ნაშრომის  თეზისები უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე:  conference.library@tsu.ge . კონფერენციის ჟიურის მიერ თეზისების შერჩევის შემდეგ, მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა, არაუგვიანეს 24 მაისის 18 საათისა უნდა გადმოაგზავნონ საბოლოო ნაშრომები  ელექტრონულ მისამართზე conference.library@tsu.ge.

საკონფერენციო ნაშრომის თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას, საბოლოო ნაშრომის მოცულობა კი უნდა შეადგენდეს 1500 - 2000  სიტყვას. წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება- 1,5 .

საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას მონაწილეებმა ნაშრომს უნდა მიუთითოს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. თეზისებისა და საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას სტუდენტმა ნაშრომს უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფაკულტეტი, კურსი, საფეხური და მიმართულება რომელზეც  სწავლობს.

მნიშვნელოვანი თარიღები:
  • 29 აპრილი 18:00 საათი - თეზისების მიღების დასრულება
  • 4 მაისი - კონფერენციაში მონაწილეთა გამოვლენა
  • 25 მაისი 18:00 საათი - საბოლოო საკონფერენციო ნაშრომებისა და საპრეზენტაციო ფაილების მიღების დასრულება  
  • 30 მაისი სამეცნიერო კონფერენციის გამართვა

საკონტაქტო პირი:
ირაკლი ირემაძე
ტელ: 595 95 66 72
ელ. ფოსტ : Irakli.iremadze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე