2017-04-24

სასწავლო კურსი "ისაუბრე ისე რომ მოგისმინონ და წერე ისე რომ წაიკითხონ"

6-7 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო AUF და მოწვეული ლექტორი ქეთი კვინიკაძე გიწვევთ სასერტიფიკატო 2 დღიან სასწავლო კურსზე "ისაუბრე ისე რომ მოგისმინონ და წერე ისე რომ წაიკითხონ"

სასწავლო კურსზე განიხილება შემდეგი სახის თემები:
  • რა არის კომუნიკაცია?
  • პატარა დეტალები, რომლებიც დიდ პრობლემებს გვიქმნიან!
  • ენა - კომუნიკაცციის საშუალება თუ დამაბრკოლებელი ფაქტორი?
  • ვერბალური კომუიკაციის 5 ძირითადი პრინციპი.
  • რა საერთო აქვს ნათქვამს და ნაწერს?
  • რითი განსხვავდება ნათქვამი ნაწერისაგან?
  • რა დატვირთვა აქვს სხეულის ენას კომუნიკაციის პროცესში?
  • რა ასრულებს სხეულის ენის ფუნქციას წერითი კომუნიკაციისას?
  • ბევრი პრაქტიკული მაგალითი და კითხვა-პასუხი.
გარდა საინტერესო და სახალისო 2 დღისა, თქვენ მიიღებთ „ბიზნეს კომუნიკაციის’’ ტრენინგზე დასწრების AUF-ის სერტიფიკატს.

სასწავლო კურსი განკუთვნია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის. სასწავლო კურსი უფასოა, მის ფინანსური მხარდაჭერაზე ზრუნავს AUF.

გთხოვთ მონაწილეობის სურვილი დაგვიდასტუროთ 5 მაისამდე შემდეგ მისამართზე:
tamar.garibashvili@auf.org, ვინაიდან ადგილები შეზღუდულია (მაქსიმუმ 12 ადგილი) პირველი 12 კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა.

დამატებითი კითხვების შემთხევევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 577 40 67 73.

მისამართი: თსუ, ჭავჭავაძის N36, V კორპუსი, III სართული, აუდიტორია 309.




Print

« იხ. ყველა სიახლე