ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-02

იმიტირებული სასამართლო პროცესი ოჯახში ძალადობის თემაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გიწვევთ ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. იმიტირებული სასამართლო პროცესი იმართება საქართველოს შსს პოლიციის აკადემიასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან  (GYLA) პარტნიორობით.

მონაწილეობის მსურველმა გუნდმა რეგისტრაცია უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაციის ელექტრონული ფორმა და გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge, chikhladze@gyla.ge; რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 მარტი, 18.00 საათი!

ზეპირ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდ(ებ)ის მგზავრობის, ცხოვრების და კვების ხარჯებს დაფარავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

გუნდის რეგისტრაციის, იმიტირებული სასამართლო პროცესის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის სრულად იხილეთ ბმული და წესები.

საკონტაქტო პირი: ქეთევან ხუციშვილი, ნინო ჩიხლაძე
ელ. ფოსტა: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge; chikhladze@gyla.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე