EMBER დოქტორანტები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ერასმუს მუნდუსის EMBER პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს დევნილის სტატუსის მქონე თსუ - სა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტურის პირველი , მეორე და მესამე სემესტრის სტუდენტებისთვის ( მესამე სამიზნე ჯგუფი ) ევროპის 9 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო / კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად
სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგი ვებ - გვერდის საშუალებით :
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
Ø CV- ს ევროპული ფორმატი ( ინგლისურ ენაზე , არაუმეტეს ორი გვერდისა )
Ø ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ( ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული )
Ø ნიშნების ამონაწერი ( ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული )
Ø მაგისტრის დიპლომი
Ø მოტივაციის წერილი ( ინგლისურ ენაზე , არაუმეტეს ერთი გვერდისა )
Ø სარეკომენდაციო წერილი ( ინგლისურ ენაზე , ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული )
Ø შევსებული და ხელმოწერებით დამოწმებული საკვლევი გეგმა - დანართი 1
Ø წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან
Ø ინფორმაცია საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტი ვადით სწავლის / კვლევის შესახებ - დანართი 2
Ø განცხადება განმეორებით ერასმუსის სტიპენდიის მიღებაზე - დანართი 3
Ø სოციალურ - ეკონომიკური ან / და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა ( არსებობის შემთხვევაში )
Ø დევნილის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა / მოწმობა ( ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული )
Ø პასპორტის ასლი
პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები :
1. სევილიის უნივერსიტეტი , ესპანეთი , პროექტის კოორდინატორი
2. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი , ესტონეთი
3. ვილნიუსის უნივერსიტეტი , ლიტვა
4. ლინჩოპინგის უნივერსიტეტი , შვედეთი
5. მალმოს უნივერსიტეტი , შვედეთი
6. კა ’ ფოსკარის უნივერსიტეტი , იტალია
7. სალერნოს უნივერსიტეტი , იტალია
8. ლოდცის უნივერსიტეტი , პოლონეთი
9. იენის უნივერსიტეტი , გერმანია
პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამები : https://emecw.gis.lu.se/priorityHelper.aspx?&lot=EMBER
მობილობის პერიოდი : 201 6 /201 7 აკადემიური წელი
მობილობის ხანგრძლოვობა : 6 თვე
სტიპენდია მოიცავს : 1500 ევროს ყოველთვიურად , საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის დაფინანსებას .
სრული სააპლიკაციო დოკუმენტაციის პროექტის ვებ - გვერდზე ატვირთვის ბოლო ვადა :
201 6 წლის 11 იანვარი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს
შემდეგ ელ - ფოსტის მისამართზე :
« იხ. ყველა სიახლე