2016-05-05
საჯარო ლექციების ციკლი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში
17 მაისს და 27 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდება საჯარო ლექციების ციკლი. ლექციებს ჩაატარებენ მეცნიერები, მკვლევრები და ექსპერტები.17 მაისი, 17:00 საათი
მოხსენების სათაური: „ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან - საქართველოს ევროპიზაციის დღის წესრიგი“.
მომხსენებელი: კახაბერ გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევითი ცენტრის დირექტორი; საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.
17 მაისი, 18:00 საათი
მოხსენების სათაური: „ქართულ-ოსური ურთიერთობის დინამიკა და პერსპექტივები“.
მომხსენებელი: ამირან ლაფაჩიძე, თსუ დოქტორანტი.
27 მაისი, 17:00 საათი
მოხსენების სათაური: „ენობრივი პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობებისათვის“.
მომხსენებელი: კახა გაბუნია, თსუ პროფესორი.
27 მაისი, 18:00 საათი
მოხსენების სათაური: „ ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორია“.
მომხსენებელი: ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის ქ. N55 (თსუ მე-7 კორპუსი), ოთახი N112.
« იხ. ყველა სიახლე