2012-08-29
2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ).
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს (
მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით).
2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები
:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 27 აგვისტო - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 5 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი (10 საათი);
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7 - 9 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 6 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 7 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი (10 საათი);
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 8 - 10 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 12 - 13 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 14 სექტემბერი.
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის
ნოტარიულად
დამოწმებული ასლი (2012 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
შენიშვნა:
საკონტაქტო ინფორმაცია
« იხ. ყველა სიახლე