2018-05-29
კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ზალცბურგის უნივერსიტეტში
გრძელდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკის მეცნიერება.
კონკურსზე დაიშვებიან:
ბაკალავრიატის საფეხურის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრის სტუდენტები
მაგისტრატურის საფეხურის 1-ლი და მე-2 სემესტრის სტუდენტები (სავალდებულოა, ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში ან პოლიტიკის მეცნიერებაში)
ენობრივი კომპეტენცია:
ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები - გერმანული ენა (B2 დონე)
მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები - ინგლისური ენა (B2 დონე); სასურველია, გერმანული ენა - B1 დონე
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (ზალცბურგის უნივერსიტეტი)
სტიპენდიის მინიჭება (ზალცბურგის უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 5 ივნისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატი (2017/2018 სასწავლო წელს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ენის საერთაშორისო სერთიფიკატი გერმანულ ან ინგლისურ ენაში)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო).
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

« იხ. ყველა სიახლე