2017-11-02

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ათენის ნაციონალურ და კაპოდისტრიანის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ათენის ნაციონალურ და კაპოდისტრიანის უნივერსიტეტში (საბერძნეთი).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე* სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შემდეგი მიმართულებებიდან:

ბერძნულენოვანი: ახალი ბერძნული ფილოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტიური ფილოლოგია, ბერძნულ-რომაული ფილოლოგია, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, არქეოლოგია, ისტორია
ინგლისურენოვანი: ისტორია, არქეოლოგია

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 24 ნოემბრის  16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სტუდენტები:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან ბერძნულ ენაზე)
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ბერძნულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან ბერძნულ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ბერძნული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2 დონე) ან/და 2017/2018 სასწავლო წელს (3 ან 9 ოქტომბერი) თსუ ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი, დიპლომის დანართი (უნდა წარმოადგინონ მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა)
მაგისტრის დიპლომი, დიპლომის დანართი (უნდა წარმოადგინონ მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის; ელ-ფოსტით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ბერძნულ ან ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ბერძნულ ან ინგლისურ ენაზე)
სარეკომენდაციო წერილი (ბერძნულ ან ინგლისურ ენაზე)
მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ბერძნულ ან ინგლისურ ენაზე; დოკუმენტს ამოწმებთ ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 2
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ელ-ფოსტით მიღებული თანხმობაც საკმარისია)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

სტუდენტები:
ერთი სემესტრი (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
პერსონალი:
5 დღე (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
პერსონალი:
დღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა (სტუდენტების შემთხვევაში) და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე