2018-05-04

საჯარო ლექციათა ციკლი - "რეჟიმის ცვლილება ტრანზიტულ სამართალში"

7-11 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გამართავს საჯარო ლექციათა ციკლს, რომელსაც გაუძღვება ჰუმბოლტ-ვიადრინას მმართველი პლატფორმის, ადამიანის უფლებათა მართვის ცენტრის პროგრამის დირექტორი დოქტ. ანია მირი.

საჯარო ლექციის თემა:
რეჟიმის ცვლილება ტრანზიტულ სამართალში.

შეხვედრის დრო და საათი: 7-11 მაისი, 18:00 საათი.

შეხვედრის ადგილი: თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი (თსუ-ის II კორპ., IV სართული, აუდიტორია 406)

სამუშაო ენა:
ინგლისური

საჯარო ლექციათა ციკლი ეძღვნება თსუ-ის 100 წლის იუბილეს.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, თქვენი სახელი და გვარი გაგზავოთ ელექტრონულ მისამართზე: info.ies@tsu.ge.


Print

« იხ. ყველა სიახლე