2013-09-30

სასერტიფიკატო კურსი "ქიმიური ლაბორატორიის ტექნიკოსი"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „ღვინის ლაბორატორია“  „EU ChemLab პროექტის იმპლემენტირება საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სასერტიფიკატო კურსის "ქიმიური ლაბორატორიის ტექნიკოსი"-ს ფარგლებში მორიგ ტრენინგებს ჩაატარებენ. პროექტი სექტემბერში ევროპული ტრენინგ ფონდის (ETF) საერთაშორისო ექსპერტთა შეხვედრაზე (ტურინი, იტალია) იქნა წარმოდგენილი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WBL) ერთ-ერთი განხორციელებადი მოდელის მაგალითად.

30 სექტემბრიდან 22 ნოემბრამდე განსაზღვრულია შემდეგი ტრენინგები: ევროპული ECVET* მოდული "გენმოდიფიცირებული პროდუქტების ანალიზი" და კომპანიის მოდული "ხარისხის უზრუნველყოფა ტესტირების ლაბორატორიებში".

პროექტი „EU ChemLab პროექტის იმპლემენტირება საქართველოში“  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ არის დაფინანსებული.

ინფორმაცია ტრენინგების შესახებ

საკონტაქტო პირი: ხათუნა კახიანი


Print

« იხ. ყველა სიახლე