2018-05-01

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
გერმანული მხარისთვის შეთავაზებული 2 სალექციო კურსის სათაური და დეტალური აღწერა (ინგლისურ ენაზე)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  2018 წლის 14 მაისის 24:00 საათამდე უნდა გააგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე:rajah@hs-koblenz.de

მობილობის პერიოდი:

2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (სექტემბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის შუა რიცხვემბამდე ან ნოემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის შუა რიცხვებამდე)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
8 კვირა (8 სალექციო საათი კვირაში)

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია 120 ევროს ოდენობით მობილობის 14 დღის ჩათვლით, 84 ევრო მობილობის მე-15 დღიდან მე-8 კვირის ჩათვლით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)

შენიშვნა:

დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე