2016-06-23

ცხადდება მიღება გერმანულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე "LL.M ZU KÖLN"

ცხადდება მიღება თსუ-სა და კიოლნის (გერმანია) უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ გერმანულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე "LL.M zu Köln".

 წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
  1. ბაკალავრის დიპლომი სამართლის დარგში (ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / ID ბარათის ასლი;
  3. 2 ფოტო სურათი 3X4 ფორმატში;
  4. CV გერმანულ ენაზე;
  5. გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, მინიმუმ B2 დონე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. შევსებული განაცხადის ფორმა გერმანულ ენაზე.
საბუთების მიღება იწარმოებს ამა წლის 27 ივნისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით. დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ II კორპუსის #124 ოთახში, 10:00-დან 18:00 საათამდე.

Print

« იხ. ყველა სიახლე