2016-08-10

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით 11-12 ნოემბერს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. კონფერენციის მიზანია ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

კონფერენციის სამუშაო მიმართულებებია:
  • თეორიული ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია;
  • მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა, ეკონომეტრიკა, შრომის ეკონომიკა;
  • ეკონომიკური ინფორმატიკა;
  • საქართველოს ეკონომიკა, რეგიონული ეკონომიკა;
  • ფინანსები, საბანკო საქმე, სტატისტიკა, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი;
  • ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი;
  • ტურიზმი.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე.

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა #2, თსუ მე–10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე