2020-04-16
პან-ევროპული ჰაკათონი კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე
24-26 აპრილს გაიმართება ფართომასშტაბიანი პან-ევროპული ჰაკათონი, რომლის მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ინოვატორებს, სტარტ-აფებს, გამომგონებლებს, სახელმწიფო და კერძო ბაიერებს, საცალო მოვაჭრეებს, მომხმარებლებს, ა.შ.
#EUvsVirus hackathon თანაორგანიზატორი არის ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად.
ჰაკათონი სტრუქტურირებული იქნება 6 კატეგორიის პრობლემების ირგვლივ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საჭიროებენ მოკლევადიან გადაწყვეტილებებს:
ჯანმრთელობა და სიცოცხლე
ბიზნესის განგრძობადობა
სოციალური & პოლიტიკური ერთიანობა
დისტანციურად მუშაობა და განათლება
ციფრული ფინანსები
სხვა
თითოეული ეს გამოწვევა თავის მხრივ მოიცავს 6 გამოწვევას. ჰაკათონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია.
კორონავირუსის ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2020 წლის 19 აპრილამდე.
საჭირო ბმულები:
https://euvsvirus.org/
მკვლევარებს, მათ შორის მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიანტებს, შეუძლიათ გაგზავნონ საკუთარი მოსაზრებები კორონავირუსის პანდემიით დამდგარი გამოწვევებზე, შემდეგ ბმულზე გადასვლით: https://ec.europa.eu/eusurvey/runner/EUvsCrisis_challenges
კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ევროკომისარი, მარია გაბრიელის ტვიტი: https://twitter.com/GabrielMariya/status/1246042034009444352?s=20
შენიშვნა: მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიანტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა როგორც ჰაკათონის გუნდების წევრების, ისე ჰაკათონის გუნდის მენტორების რანგში.
« იხ. ყველა სიახლე