2013-09-17

იწყება ევროპისმცოდნეობის ჟურნალისთვის სტატიების მიღება!

ჟურნალი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და გამოიცემა წელიწადში ერთხელ.
ჟურნალის მიზანია:
  • ევროკავშირში მიმდინარე უახლესი მოვლენების გაცნობა ქართველი მკითხველისათვის.
  • საქართველოს, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის სხვა ქვეყნებისა და ევროკავშირის მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშეწყობა.
  • საქართველოში ევროპისმცოდნეობის მიმართულებით მეცნიერების განვითარება.
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ მეცნიერებს, მკვლევრებს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესში ჩართულ პრაქტიკოსებს, ასევე დამამთავრებელი კურსის მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებს. სტატია შესრულებული უნდა იყოს ფონტით AcadNusx/Arial (ზომა - 12) ქართულ ან ინგლისურ ენაზე; სტატია არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს (1 გვერდი 2000 სიმბოლო)
 
სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 5 დეკემბერი.
 
სტატია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: helpdesk.ies@tsu.ge
 
ჟურნალს გამოსცემს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი.
 
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

Print

« იხ. ყველა სიახლე