2014-08-26

სამაგისტრო პროგრამა - ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (EIGER)

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე - ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (EIGER)

ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა სამაგისტრო პროგრამა: "სამაგისტრო პროგრამა - ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" ("European Integration and Employment Relations“, EIGER).

საქართველოდან პროექტის განხორციელებაში ჩართულნი არიან:
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი.

შესაბამისად, სამაგისტრო კურსი წარმოადგენს ინტერდისციპლინურ და ინტერსაუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამას. მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ განათლება მიიღონ ერთდროულად სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე.

პროექტის ქართული მხარის კოორდინატორია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებები:
  • ეკონომიკის პოლიტიკა
  • დაქმების პოლიტიკა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში
  • კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები
  • შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში
  • ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთბებში
  • აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრსისთ
  • შედარებითი შრომის სამართალი

პროექტის უცხოელი პარტნიორები არიან:
  • ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (აპლიკანტი);
  • პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი;
  • მაგდებურგის უნივერსიტეტი;
  • სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი.

მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ, პროექტის ფინანსური დახმარებით, სამაგისტრო თეზისები მოამზადონ საზღვარგარეთის პარტნიორ უნივერსიტეტბში.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება შედაგენს 2 250 ლარს წელიწადში.
სამაგისტრო პროგრამის კვალიფიკაცია: ეკონომიკური პოლიტიკა
სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
პროგრამა აღჭურვილია თანამედროვე ბიბლიოთეკით, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და სხვა ენებზე.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წაიკითხება შემდეგი სამაგისტრო პროგრამის კურსები:
  • პოლიტიკური ეკონომიკა;
  • გლობალიზაცია და მისი სოციალური შედეგები;
  • შრომითი ურთიერთობების ისტორია;
  • ევროკავშირი და შრომის საერთაშორისო სამართალი;
  • შედარებით პერსპექტივაში საქართველოს შრომის სამართალი;
  • ინდუსტრიული ურთიერთობათა სისტემა ევროპის კავშირში;
  • შედარებით პერსპექტივაში ინდუსტრიული ურთიერთობათა სისტემა საქართველოში;
  • სოციალური დიალოგი ევროკავშირში;
  • ადამიანის უფლებები ევროპის კავშირში;
  • გარდამავალი სოციალ-ეკონომიკა აღმოსავლეთ ევროპაში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხება შემდეგი სამაგისტრო კურსები:
  • კეთილდღეობის სისტემები ევროკავშირის ქვეყნებში;
  • სოციალური დიალოგი ევროკავშირში;
  • გარდამავალი ეკონომიკურ-სოციალური სისტემა აღმოსავლეთ ევროპაში;
  • თანამედროვე სოციალური თეორიები.

კავკასიის უნივერსიტეტში წაიკითხება შემდეგი სამაგისტრო კურსები:
  • მოლაპარაკებები და კონფლიქტების მოგვარება;
  • ეკონომიკა საქართველოს გარდამავალ პერიოდში( შედარებითი პერსპექტივა);
  • შრომის ფსიქოლოგია და ორგანიზება;
  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • შრომის უსაფრთხოება;

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირს:
  • EIGER პროგრამის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კოორდინატორი - პროფ.მარინა კვაჭაძე
Tel.: (+995 32) 2 20 65 20 (შიდა ნომერი 108); (+995) 99 57 48 11; maka_kvachadze@yahoo.com; www.gau.ge

  • • EIGER პროგრამის ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორი - პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი
(+995 32) 225 08 19 (თსუ) ; +(995 32) 295 90 61 (ISSA ოფისი);
+(995 99) 56 63 55 (მობილური);
E-mail: iagok@yahoo.com
www.tsu.edu.ge

  •  EIGER პროგრამის კავკასიის უნივერსიტეტის კოორდინატორი - პროფ. ნინო ჩუბინიძე
(+995) 99 30 55 56;
nchubunudze@cu.edu.ge
www.cu.edu.ge


დამატებითი ინფორმაცია საბუთების მიღების პირობებსა და მისაღებ პროცედურებზე იხილეთ პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების ვებგვერდებზე.

tempusprojecteiger.wordpress.com

2 სექტემბერს, 18:00 საათზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მოეწყობა პროგრამის ღია კარის დღე.


Print

« იხ. ყველა სიახლე