2017-01-31

ლაიდენის უნივერსიტეტის სტიპენდია თსუ მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის 2017/2018 აკადემიური წლისთვის ლაიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად. 

კონკურსზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა: 
– GPA 3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი);
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერთიფიკატი – IELTS 6.5. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი # 204) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
–ბაკალავრის დიპლომის ასლი; 
–CV (ინგლისურ ენაზე, Euro pass-ის ფორმატით);
–მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
–ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერთიფიკატი.

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა:2017 წლის 9 თებერვალი 17:00 საათი. 

ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ტელ:2 25 02 12 (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204). 

შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ განიხილება!

Print

« იხ. ყველა სიახლე