2018-08-29

ცხადდება მიღება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - „ტურიზმი“

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - „ტურიზმი“.

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე - „ტურიზმი“ სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით (ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის თაობაზე იხილეთ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებგვერდზე.

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - „ტურიზმი“ მიღების ვადები (ბრძანება N201, 27.08.2018):

•მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 3-7 სექტემბერი;
•გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 10 სექტემბერი (10 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
•გამოცდა უცხო ენაში -  11 სექტემბერი (10 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი;
•გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 12 სექტემბერი (10 საათი);
•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 13 სექტემბერი;
•აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 14  სექტემბერი (14 საათი);
•ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  14 - 17 სექტემბერი;
•საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი;
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 19 სექტემბერი.

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი №101 (რესურსცენტრი 1), ტელ.: (+995 32) 2 30 01 34, 2 30 36 71


Print

« იხ. ყველა სიახლე