მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
ანკეტა-კითხვარი
წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა -
18 – 19 სექტემბერი.
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მე-3 კორპუსი, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი N11, ოთახი N110);
•
განცხადება;
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
•ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
•სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის).
თსუ-ში მისაღები გამოცდის ვადები:
გამოცდა ჩატარდება ანალიტიკურ წერაში. მაქსიმალური შეფასება 40 ქულა. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება 21 და მეტი ქულის მიღების შემთხვევაში.
•გამოცდა –
20 სექტემბერი (10:00 საათი, თსუ საგამოცდო ცენტრი, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ბიბლიოთეკის შენობა, მის.: უნივერსიტეტის ქ. N11);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება –
20 სექტემბერი (18:00 საათი, ინფორმაცია განთავსდება თსუ ვებგვერდზე);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება –
21 სექტემბერი (9:00-15:00 საათი, თსუ კანცელარია, პირველი კორპუსი, ოთახი N114);
•საბოლოო შედეგების გამოცხადება –
21 სექტემბერი (ინფორმაცია განთავსდება თსუ ვებგვერდზე);
•ხელშეკრულების გაფორმება –
24 სექტემბერი (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მე-3 კორპუსი, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი N11, ოთახი N110).
საკონტაქტო პირი: სალომე ჩიტიშვილი, მეგი ესებუა – 032 2 22 23 76