დადგენილება № 303
                13 ნოემბერი, 2009




ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 საფუძველზე,

1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის სასწავლო კურსის სილაბუსი: ”პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (პბს)” (დანართი 1).
2.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის სასწავლო კურსის სილაბუსი: “აკადემიური წერა ბიომედიცინაში” (დანართი 2).
3.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი