დადგენილება №127/2011
28 დეკემბერი, 2011


„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 28.12.2011, №35274/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. თსუ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების 79-ე, მე-80, 81-ე, 83-ე პუნქტებით დამტკიცებულ დანართებში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„79. ტურიზმი (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 79);
80. ეკონომიკა (დანართი 80);
81. ბიზნესის ადმინისტრირება (დანართი 81);
83. საერთაშორისო საწარმოთა მართვა (დანართი 83).“.

2.  დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4.  დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი