დადგენილება №5/2011
12 იანვარი 2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის არჩევითი სასწავლო კურსის “აკადემიური წერის” სილაბუსის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.12.2010 №966/23 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებით (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 04.05.2010 №215 დადგენილება) განსაზღვრული დოქტორანტურის არჩევითი სასწავლო კურსის `აკადემიური წერის` სილაბუსი  (დანართი 1).
  2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
  3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი