დადგენილება №81/2014
4 სექტემბერი, 2014
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 03.09.2014, №27192/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)“ (დანართი 35);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 36);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური სამუშაო (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 39-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 39);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 40-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 40);
თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 41);
ი) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გენდერის კვლევა“ (დანართი 43);
კ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ (დანართი 45);
ლ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 46-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ (დანართი 46);
მ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 47-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 47);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 50-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“ (დანართი 50);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია “ (დანართი 62);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება “ (დანართი 63);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 663-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ (დანართი 219);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 664-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ (დანართი 220).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
პროფესორი ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე