2020-02-11
ბრძანება №:32/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის “დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის ტრენინგკურსის “დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის “დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან“       დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 05 თებერვლის N27/01-01 ბრძანების    და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 06 თებერვლის  N1891/10  წერილის  საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის “დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან“  ერთი კურსის მოცულობა   განისაზღვროს
12  საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით;
2.  ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 30 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3.  დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გაცნობა    დაინტერესებული პირებისათვის;
4.  დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე


« უკან დაბრუნება