2015-10-26
თსუ ტომსონ როიტერის საერთაშორისო რანჟირების სისტემაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად მოხვდა ტომსონ როიტერის საერთაშორისო რანჟირების სისტემაში. კერძოდ, მიმართულებების მიხედვით რანჟირებაში ფიზიკური მეცნიერებების მიმართულებით თსუ 187-ე ადგილზეა მსოფლიოს 248 უნივერსიტეტს შორის: http://www.usnews.com/education/best-global-universities/physics?page=19
საქართველოს უნივერსიტეტებიდან თსუ ერთადერთია, რომლის პროფილი განთავსებულია ტომსონ როიტერის საერთაშორისო რანჟირების სისტემის ვებ-გვერდზე: http://www.usnews.com/education/best-global-universities/ivane-javakhishvili-tbilisi-state-university-528844
ტომსონ როიტერის საერთაშორისო რანჟირების სისტემა, რომელმაც 2015 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა უნივერსიტეტების რანჟირების შედეგები, მიმართულებების მიხედვით რანჟირებისას ძირითადად ბიბლიომეტრიულ მონაცემებსა და ციტირების ინდექსს ეყრდნობოდა. მეთოდოლოგია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://www.usnews.com/education/best-global-universities/articles/subject-rankings-methodology
თსუ-სთან ერთად მსოფლიოს 45 უნივერსიტეტი ვერ მოხვდა უნივერსიტეტების საერთო რანჟირებაში (750 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის), მაგრამ მოხვდა მიმართულების მიხედვით რანჟირებაში.
ტომსონ როიტერი არის მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო წყარო, რომლის პროექტი „საერთაშორისო ინსტიტუციური პროფილი“ ქმნის მსოფლიოს კვლევითი ინსტიტუტების ზუსტ და ამომწურავ პროფილს.

« იხ. ყველა სიახლე