2020-10-12
ინფორმაცია საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მსურველთათვის
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი იწყებს მონაწილეობის მსურველთა შერჩევას შემდეგი საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესებისთვის:
• ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი/Philip C. Jessup International Law Moot Court Competition
• ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი/Telders International Law Moot Court Competition
• ადამიანის უფლებათა სამართლის იმიტირებულ პროცესებში/ Human Rights Moot Court Competitions
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და სამართლის პროგრამების ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი მიმდინარე (2020/2021 შემოდგომის) და მომავალ (2020/2021 გაზაფხული) სემესტრებში და ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
შერჩევა წარიმართება რამდენიმე ეტაპად:
• შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული განცხადება (ფორმა თან ერთვის) არაუგვიანეს 2020 წლის 15 ოქტომბრის 24:00 საათისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე: ili@tsu.ge (Subject-ში მიუთითეთ: “Moot Court Competition”).
• გამოგზავნილი განცხადებებისა და სამოტივაციო წერილების საფუძველზე მოხდება სტუდენტების შერჩევა შემდეგი ეტაპისათვის, რომელიც ჩატარდება ზეპირი გასაუბრების ფორმით, ინგლისურ ენაზე. (შემდეგ ეტაპზე გადასულ სტუდენტებს გაეგზავნებათ დამატებით ინფორმაცია)
• გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტებისგან დაკომპლექტდება საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში თსუ-ს სახელით მოასპარეზე გუნდები.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ili@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე