2016-10-21

რეგიონალური კონფერენცია „საერთაშორისო საგადასახადო სამართლის პრობლემური საკითხები“

27-28 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო ფისკალური ასოციაციის (International Fiscal Association) რუსეთის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ კონფერენციას სახელწოდებით „საერთაშორისო საგადასახადო სამართლის პრობლემური საკითხები“. კონფერენციაზე პრეზენტაციით წარსდგებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საგადასახადო სფეროს პროფესიონალები, მათ შორის: სახელმწიფო ფისკალური სტრუქტურების, საკონსულტაციო კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ღონისძიება განკუთვნილია პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, ასევე საგადასახადო სფეროში მომუშავე და დაინტერესებული პროფესიონალებისთვის.

პრეზენტაციები წარიმართება ინგლისურ და რუსულ ენებზე. პრეზენტაციაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ელ. ფოსტის მისამართზე ifaconferencetbilisi@gmail.com გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პროფესია, ორგანიზაცია/უნივერსიტეტი რომელსაც წარმოადგენთ ( 2016 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე).

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

დღის წესრიგი

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №06.
Print

« იხ. ყველა სიახლე