დადგენილება №30/2015
23 თებერვალი, 2015
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 13.02.2015, №4232/02, 20.02.2015, №5783/02, 20.02.2015, №5784/02 და 23.02.2015, №6081/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების I ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) I ნაწილის “ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
ბ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 12);
გ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი 13).
2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 106-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 106);
ბ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 107-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 107);
გ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 108-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 108);
დ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 109-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეთნოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 109);
ე) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 110-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კულტურის კვლევები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 110);
ვ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 111-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ხელოვნებათმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 111);
ზ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 112-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კავკასიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 112);
თ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 113-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არაბისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 113);
ი) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 114-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ირანისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 114);
კ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 115-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ასირიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 115);
ლ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 116-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „თურქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 116);
მ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 117-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არმენოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 117);
ნ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 118-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ებრაისტიკა-არამეისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 118);
ო) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 119-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 119);
პ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 120-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ინგლისური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 120);
ჟ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 121-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გერმანული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 121);
რ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 122-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სკანდინავიური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 122);
ს) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 123-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფრანგული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 123);
ტ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 124-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „იტალიური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 124);
უ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 125-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ესპანური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 125);
ფ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 126-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 126);
ქ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 127-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ახალი ბერძნული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 127);
ღ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 128-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კლასიკური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 128);
ყ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 129-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზანტიური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 129);
შ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 130-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ამერიკისმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 130);
ჩ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 131-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სახვითი ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 131);
ც) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 132-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტელე-კინო ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 132);
ძ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 134-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კავკასიოლოგია (რუსულენოვანი) (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 134);
წ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 135-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია (რუსულენოვანი) (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 135);
ჭ) VI ნაწილის “ე“ პუნქტის 152-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართველური ენათმეცნიერება“ (დანართი 152);
ხ) VI ნაწილის “ე“ პუნქტის 155-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გერმანული ფილოლოგია“(დანართი 155).
3. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) VII ნაწილის “ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
ბ) VII ნაწილის “ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (დანართი 230);
გ) VII ნაწილის “ბ“ პუნქტის 201-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია“ (დანართი 235);
დ) VII ნაწილის “ბ“ პუნქტის 203-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (დანართი 237);
ე) VII ნაწილის “ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი 239);
ვ) VII ნაწილის “ბ“ პუნქტის 206-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასწავლებელთა განათლება“ (დანართი 240);
ზ) VII ნაწილის “დ“ პუნქტის 216-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა „პედაგოგიკა“ (დანართი 250).
4. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების III ნაწილის “ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირების“ დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 81).
5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
8. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი